Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

     ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე-გუგლის დახმარებით ავტვირთე სასწავლო პროექტის პორტფოლიო,რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე ასევე ვისწავლე ბლოგზე გამოქვეყნებული პორტფოლიოში ცვლილებების შეტანა და ახალი დოკუმენტების დამატება.მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.
      ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო,  შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის უნარი  რაც დამეხმარება შემდგომ პრეზენტაციის უკეთ მომზადებაში.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, July 9, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მერვე დღეს დავწერეთ სასწავლო პროექტის მსვლელობა. გუგლ ფორმების საშულებით ვისწავლეთ თუ როგორ ვაწარმოოთ გამოკითხვა, როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს და როგორ შევამოწმოთ მათი პასუხები.
დღეს მივიღე პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მაინტერესებდა და მჭირდებოდა დავასრულეთ პროექტის გეგმა, გავწერეთ განსახორციელებელი აქტივობები კვირეების მიხედვით.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე  

Sunday, July 3, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

      ვფიქრობ რომ მეშვიდე დღეს ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე. ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანი იმ შაბლონაბსა და  ფორმებს, რომლებიც საჭიროა მასწავლებლისათვის, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში, შევქმენით მოსწავლეთა დასახმარებლად პრეზენტაციის შაბლონი. ვისწავლეთ და ვიმუშავეთ ბლოგზე სხვადასხვა შინაარსის  გაჯეტების შექმნასა და  განთავსებაზე.

Saturday, July 2, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს, განვიხილეთ და შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ შეფასების ნსტრუმენტებზეპროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის 
უნდა შემერჩია ისეთი შეფასების ფორმარაც აწარმოებს პროგრესის მონიტორინგსხელს შეუწყობს 
გაგების ხარისხის მონიტორინგსნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას.
წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.
 დავამთავრეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტების მიკლე მონახაზზე მუშაობა.
დღევანდელმა დღემ  მომცა სტიმულ და გამიზარდა ახალი იდეების,ნოვაციების განხორციელების მოტივაცია.

Monday, June 27, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

  დღეს ვიმუშავეთ,როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.ვნახეთ,როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია, ისე რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები. ასევე დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. შევძელით ინტერნეტიდან სურათებისა და ინფორმაციის გადმოწერა და მათი აღრიცხვა. 

Sunday, June 26, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

 დღევანდელი დღე, ისევე როგორც წინამდებარე დღეები ახალი ინფორმაციით დატვირთული იყო,  გეგმაში შევიტანე პროექტის საკვანძო საკითხვები. შევადგინე შეფასების გეგმა, რომელშიც აღვწერე ის მეთოდები რომელსაც გამოვიყენებ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. 
შევიმუშავე შეფასების სტატეგიები.

Saturday, June 25, 2016

მესამე დღის რეფლექსია

      განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

ბუკლეტი

      ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე: 

Monday, June 20, 2016

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და  ახალი ინფორმაციით დატვირთული იყო, ვისწავლე საინფორმაციო ბროშურის გაკეთება, შევისწავლე word -ის აქამდე უცნობი ფუნქციები, ვისწავლე, როგორ შეიძლება დაგეგმილი  პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლისთვის საინტერესო და გასაგებ  ენაზე.

Saturday, June 18, 2016

პირველი დღის რეფლექსია

   მე ვფიქრობ რომ, აღნიშნული ტრენინგი ნაყოფიერი იქნება ჩემთვის, რადგან გავიგე ბევრი ისეთი, რამ ,რაც ჩემთვის უცნობი იყო, ტრენერი გვიხსნის ძალიან საინტერესოდ და მარტივი და ადვილი გასაგები ენით, გავიხსენე უკვე მივიწყებული ინფორმაცია და გავიგე ბევრი ახალი რამ.