დღეს ვიმუშავეთ,როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.ვნახეთ,როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია, ისე რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები. ასევე დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. შევძელით ინტერნეტიდან სურათებისა და ინფორმაციის გადმოწერა და მათი აღრიცხვა.
Monday, June 27, 2016
Sunday, June 26, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე, ისევე როგორც წინამდებარე დღეები ახალი ინფორმაციით დატვირთული იყო, გეგმაში შევიტანე პროექტის საკვანძო საკითხვები. შევადგინე შეფასების გეგმა, რომელშიც აღვწერე ის მეთოდები რომელსაც გამოვიყენებ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
შევიმუშავე შეფასების სტატეგიები.
Saturday, June 25, 2016
მესამე დღის რეფლექსია
განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
Monday, June 20, 2016
მეორე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ახალი ინფორმაციით დატვირთული იყო, ვისწავლე საინფორმაციო ბროშურის გაკეთება, შევისწავლე word -ის აქამდე უცნობი ფუნქციები, ვისწავლე, როგორ შეიძლება დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლისთვის საინტერესო და გასაგებ ენაზე.
Saturday, June 18, 2016
პირველი დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ რომ, აღნიშნული ტრენინგი ნაყოფიერი იქნება ჩემთვის, რადგან გავიგე ბევრი ისეთი, რამ ,რაც ჩემთვის უცნობი იყო, ტრენერი გვიხსნის ძალიან საინტერესოდ და მარტივი და ადვილი გასაგები ენით, გავიხსენე უკვე მივიწყებული ინფორმაცია და გავიგე ბევრი ახალი რამ.
Subscribe to:
Posts (Atom)